A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: news/newu.php

Line Number: 23

Backtrace:

File: /home/pesge/domains/pes.ge/public_html/application/views/news/newu.php
Line: 23
Function: _error_handler

File: /home/pesge/domains/pes.ge/public_html/application/views/template.php
Line: 86
Function: view

File: /home/pesge/domains/pes.ge/public_html/application/controllers/News.php
Line: 48
Function: view

File: /home/pesge/domains/pes.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

რექტორობის კანდიდატის  პრფესორ გელა ყიფიანის სამოქმედო გეგმა


სსიპ-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, რექტორობის კანდიდატის  პრფესორ გელა ყიფიანის

სამოქმედო გეგმა

  ბატონო თავმჯდომარევ! აკადემიური საბჭოს   პატივცემულო წევრებო! კოლეგებო! დამსწრე საზოგადოებავ!

     გილოცავთ 2020 წლის დადგომას და საზოგადოებრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წინსვლას! დაე, ეს წელი ყოფილიყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  საზეიმოდ აღნიშვნის  წელი!

  პატივცემულო კოლეგებო,  ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარმოვადგინო სტუ-ს ხვალინდელი და გრძელვადიანი საქმიანობის, შემდგომ პერსპექტივაში განვითარების  გეგმა და პროგრამა.

    ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი, ამიტომ  არავისთვის უცხო არ არის, რომ განათლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და მნიშვნელოვან პირობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. 

ახალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხ პუნქტიანიეგმა განათლებას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური კაპიტალის განვითარებას და მის ეფექტიან ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესებში.

დოკუმენტი მოიცავს განათლების სტრატეგიული პრიორიტეტები ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლების პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფა შრომის ბაზრის მიმდინარე და მომავალ მოთხოვნებთან,  ყველა დონეზე განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, დასაქმებაზე მიბმულ პროფესიულ მომზადება, უმაღლესი განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კავშირ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმა,  ხაზს უსვამს იმ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას, რომელთა მიზანია ეროვნული, სოციალური და კულტურული მახასიათებლების გაძლიერება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში (შემდგომში შესაძლებელია ვახსენო  „გეპეი“), სადაც ჩამოყალიბების დღიდან დღემდე ყოველთვის იყო, საინჟინრო პროფესიონალი კადრების  აღმზრდელი, ხშირად უწოდებენ ინჟინერთა სამჭედლოს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად რათქმა უნდა ვითარდებოდა სტუ-ს სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობის ყველა სფერო. ასევე  სასურველია შევინარჩუნოთ სტრატეგიული განვითარების ძირითადი ორიენტირები, დავადასტუროთ ერთგულება ევროპული საგანმანათლებო გარემოს ძირითად პარადიგმათა მიმართ, რაც ცნობილია როგორც: ბოლონიის, კოპენჰაგენის პროცესების და  ლისაბონის  კონცეფცია. ამასთან ერთად წარმოდგენილი გეგმა ეყრდნობა სტუ-ს შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო პროფილის ევროპულ ასოციაციებ,  ექსპერტთა მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს, რაც საფუძვლად უდევს  სტუ-ს შემდეგ ძირითად პრიორიტეტებ:

    ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი  მიზანი მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით სტუ გამოწვევების წინაშე დგას: უმაღლეს განათლებაში პროფესიული განათლების აღიარებისა და კრედიტების ტრანსფერისთვის გამართული მექანიზმებისა და საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობა; სტუდენტზე ორიენტირებული, მოქნილი საგანმანათლებლო ფორმების არ არსებობა (მათ შორის ელექტრონული სწავლება და დისტანციური სწავლება); შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს არაჯეროვანი გამოყენება მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით.

  სტუ-ში სპეციფიკური მიზანი უნდა გახდეს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარებისა და დასაქმების გაუმჯობესებისათვის.

     უმაღლესი  განათლების სისტემაში მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, საპასუხოდ განისაზღვრება სამი სტრატეგიული ამოცანა, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი განათლების მოდერნიზაციასა და ხარისხზე;

    მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობების განვითარებაზე; ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე;

წარმოდგენილ სამოქმედო გეგმაში რომელიც მოიცავს 2020-2024 წლების პერიოდს, გადმოცემული არის როგორც მოკლევადიანი სამუშაოს შესასრულებელი პერსპექტივები ისე  გრძელვადიანი პრიორიტეტები:

  1. სასწავლო-საგანმანათლებლო ფუნქციონალური დამოკიდებეულებების სრულყოფა და ორიენტირება გლობალურ/საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ერთობლივი, კოლეგიალური საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით.
  2. ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების სრულყოფილად წარმოჩენა, მოთხოვნის ბაზრის შესაბამისად პრიორიტეტების გააქტიურება და პრაქტიკულად დასაქმების სისტემის   უზრუნველყოფ;
  3. ინოვაციურ იდეებსა და პროექტებზე მორგებული საქმიანობის სფეროების გაფართოება და  საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად შედეგებზე ორიენტირება.
  4. ადმინისტრაციული და სასწავლო-საგანმანათლებლო სტრუქტურების მოდერნიზაცია/ოპტიმიზაცია  და  მმართველობითი ღონისძიებების სრულყოფა.
  5. პროფესორ-მასწავლებელთა და ტექნიკურ დამხმარე  პერსონალზე სახელფასო ფონდის გაზრდა ეტაპობრივად: პირველ სამ თვეში 20%-ით მატება და 2020 წლის  პირველი ოქტომბრიდან პლიუს 30% და სულ ჯამში ამ პერიოდისათვის 50%-ით. შედარებითი ანალიზისთვის 2021 წელს პროფესორის ხელფასი უნდა განისაზღვროს 2500 ლარით (400 სთ) ასოცირებული პროფესორის 2050 ლარი და ასისტენტ 1650 ლარი. ტექნიკური პერსონალის მინიმალური ხელფასი უნდა გახდეს 650 ლარი. აღდგება და  ტრადიციად დამკვიდრდება სააღდგომო წახალისება და  საშობაო პრემია ერთი თვის ხელფასის ფარგლებში. თანხების მობილიზება შესაძლებელია.
  6. სასწავლო მიმართულებებით, თემატიკის ათვისების ხარისხის ამაღლების მიზნით საბიბლიოთეკო ფონდის ეტაპობრივი განახლება, სამეცნიერო ჟურნალების და უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველყოფა. ასევე სილაბუსებით  განსაზღვრული სასწავლო კურსების უზრუნველყოფა  ლიტერატურის ელექტრონული ვერსიებით.
  7. სამეცნიერო პერსონალ, პროფესორთა, სტუდენტთა სამივე საფეხურის მობილობის ხელშეწყობა საზღვარგარეთ, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რომლის საფუძველიც იქნება მემორანდუმები და სახელშეკრულებო შეთანხმებები, ევროკავშირის და და  აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებსა  და სამეცნიერო დაწესებულებებში.
  8. სასწავლო-საწაროო პრაქტიკით სტუდენტთა (ბაკალავიატი) უზრუნველყოფა საზღვარგარეთ  სტუ-ს მიერ მემორანდუმებისა და ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაეფუძნება სტუდენტის პარქტკის გავლის პერიოდში ყველანაირი ხარჯების მოზიდვა/მობილიზებას და გამომუშავებული თანხის სტუდენტის საფინანსო ანგარიშზე გადარიცხვას.
  9. სტუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა,  პრაქტიკულად დასაქმების მიზნობრიობით.
  10. „გეპეელ“ კურსდამთავრებულთა ასოციაციასთან აქტიური ურთიერთობების ფონზე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
  11. სამეცნიერო ფონდების დარგების მიხედვით, როგორც შიგა საუნივერსიტეტო, ასევე შ. რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ფონდების მიერ გამოცხადებული იმ გრანტების მხარდაჭერა, სადაც მონაწილეობენ სტუ-ს მეცნიერები. მაგისტრანტებისა და დოქტორანტების საგრანტო პოლიტიკის ხელშეწყობა.
  12. ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარების ხელშეწყობა და თანხების მოზიდვა, პლენარული მოხსენებებისათვის უცხოელი მაღალი ციტირების მქონე მეცნიერების მოწვევა.
  13. სტუ-სთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (ინსტიტუტების) მეტი ავტონომიურობა, სასწავლო პროცესებში ჩართულობის გაღრმავება, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ტექნიკური და ლაბორატორიული ბაზის სასწავლო პროცესში გამოყენების ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების არსებული პროფილის შესაბამისად ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სასწავლო პროგრამების შემუშავებისათვის ხელშეწყობა;
  14. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა. ინტელექტუალური პროდუქტის დროული დაპატენტება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა. საგრანტო პროექტებში პატენტების ჩართულობის აუცილებლობა;
  15. პროფესორ-მეცნიერთა დახმარება იმპაქტპაქტორის, ტომსონის  ჟურნალთა ნუსხასა და სკოპუსის მქონე ჟურნალებში სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება, ციტირების ინდექსის მოპოვება.
  16. სტუ-ს სადოქტორო-სადისერტაციო საბჭოების დაცვების აკადემიური დონის ამაღლება, სადისერტაციო დებულებისა და ინსტრუქციის დახვეწა.
  17. სტუდენტური თვითმმართველობის დამოუკიდებლობისათვის ხელშეწყობა, სტუდენტთა დასახმარებლად (გადასახადებს პლიუს ჯანმრთელობა) ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზება და ამასთან დაკავშირებით თვითმმართველობის მეტი ჩართულობა. ნიჭიერი და წარმატებული სტუდენტებისათვის სასწავლო-სამეცნიერო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა.
  18. სტუდეტური სარეაკრაციო სივრცეების მოწყობა უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიებზა და შესაბამისად გამონთავისუფლება ამ სივრცეების კერძო საქტორებიდან (იჯარებიდან).საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს საქართველოში უპირველეს, მსხვილ სამეცნიერო დაწესებულებას. აქ თავმოყრილია საქართველოს საუკეთესო მეცნიერული ინტელიგენცია, უზარმაზარი პოტენციალის მქონე ტექნიკური განათლების მქონე კადრები, რომელთა მოღვაწეობით განისაზღვრება უპირველესად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. საქართველოს ეკონომიკისათვის უპირველესია საინჟონრო-შემოქმედებითი მუშაობის შედეგები. აქედან გამომდინარე სტუ-ს პროფესორებს მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი მათი მეცნიერული მუშაობის აქტიურობის ამაღლებისათვის. ამ მიმართულებით საჭიროდ მიგვაჩნია:საექსპერიმენტო და ლაბორატორიული ბაზების შექმნა, მოდერნიზაცია, განახლება. ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ინსტიტუტების, უწყებების, კერძო კომპანიების დაქვემდებარებაში მყოფი საექსპერიმენტო ლაბორატორიებში მუშაობისათვის ხელშეწყობა (მივლინება და შესაბამისი ხარჯების დაფარვა);სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგების ფართოდ გაშუქება და რეკლამირება, საკუთრების უფლების დაცვისათვის, გამოგონების და სხვა შედეგების დაპატენტებაში ყოველგვარი დახმარება, მათ შორის უცხო სახელმწიფოებში. პატენტების რეალიცაციიდან მისაღები და მიღებული საფასურის ავტორების მიერ მიღება. ამ მხრივ ქმედითი სისტემის შემუშავება და დანერგვა;სამეცნიერო თემატიკის შესაბამისად საგრანტო პროექტებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობა, სამეურნეო-სახელშეკრულებო პროექტებში მონაწილეობისათვის, მისი გაფართოებისათვის ყოველმხრივი ძალისხმევის მიქცევა. ამ ბოლო პერიოდში ბევრი გაკეთდა სტუ-ს ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისათვის, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ მხრივ გასაკეთებელი ძალიან ბევრია და საერთოდ ინფრასტრუქტურული მოწყობა ის საკითხია, რომელიც პერმანენტულ-მუდმივ ზრუნვას საჭიროებს. ამ მიმართულებით პირველი რიგის გადასაჭრელ ამოცანებად მიგვაჩნია:სასწავლო აუდიტორიების აღჭურვა ნორმალური ინვენტარით და სადემონსტრაციო საშუალებებით;იქ, სადაც ეს შესაძლებელია, სასწავლო კორპუსების მისადაგება გარკვეულ სფეროებში უნარშეზღუდული პიროვნებებისათვის. პანდუსების მოწყობა, ჰიგიენური ობიექტების მოდერნიზაცია და ა.შ.;ლაბორატორიული ბაზების მოწყობა, განახლება, მოდერნიზაცია, ვირტუალური ლაბორატორიების და შესაბამისი პროგრამული  უზრუნველყოფის მიღწევა;სპორტულ-გამაჯანსარებელი ობიექტების მშენებლობა, საცურაო აუზის და სპორტული მოედნის სტუ-ს საკუთრებაში დაბრუნებისათვის ძალისხმევა ან ახალი ობიექტების მშენებლობისათვის ტერიტორიის მოპოვება და ახლის მშენებლობა.
  19.  

    მიუხედავად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად გადმოგეცით სამოქმედო გეგმის ყველა შესაძლო შესასრულებელი ვარიანტები თავს უფლებას მივცემ ავღნიშნო  არც თუ ისე  მცირე ნაკლოვანებები, რაც ამ წლების მანძილზე შეიმჩნევა სტუ-ში. არა მარტო ჩემთვის არამედ ნებისმიერი სტუ-ს ცხოვრებაში ჩახედული ადამიანისთვის უცხო არ არის ის, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია  ნეპოტიზმთან და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვასთან, ეს კი თავისთავად ახდენს პროფესორ-მასწავლებლებისა  და დამხმარე პერსონალის  ხელფასებზე გავლენას.

    გასაგებია, რომ ყველანაირი საქმიანობა მოითხოვს ბიუჯეტის სახსრებიდან ხარჯვას, მაგრამ  ეს არ უნდა ეხებოდეს არამიზნობრივად ხარჯვას, რომელიც ამ წლების მანძილზე შეიმჩნეოდა-მაგალითად: პროფესორ-მასწავლებლებისა და დამხმარე პერსონალის რეგისტრაციის ე.წ „თითის  პორტალი“ - მაშინაც და დღესაც ეს ქმნის დიდ უხერხლობას და შეურაცყოფს პროფესორის და ჩემის აზრით სტუდენტის ავტორიტეტს. შეიძლება იმ დროს საჭიროება მოითხოვდა (უფრო სწორად ეს იყო საგრანტო პროექტი, სადაც მის შესრულებაზე თანხებია გამოყოფილი) და  ამან  მოხსნა რამოდენიმე პრობლემა,  მაგრამ დღეს ეს და საერთოდაც -ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მმართველობის სისუსტედ მიმაჩნია,  მის ქვეშ დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შეგნებულ ნაწილს არ უნდა ჭირდებოდეს მსგავსი „პირობების“ შექმნა, აქედან გამომდინარე ჩემი მიზანია სტუდენტი დავუბრუნო აუდიტორიას (არავისთვის უცხო არ არის, რომ მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე სტუდენტები სხვადასხვა სამუშაოებზე მუშაობენ და შესაბამისად აცდენენ მეცადინეობას, ზოგიერთს კი ინდივიდუალური სწავლების გრაფიკი აქვს) და პროფესორს მიეცეს იმის განცდა, მან ლექცია აკადემიურად ჩაატაროს და არ ქონდეს ფიქრი, ლექციის დამთავრების შემდეგ  რეგისტრაციაზე არ დააგვიანოს რათა არ „გაწითლდეს“ - რაც ჩაუტარებელ ლექციას ნიშნავს.  ამ ე.წ. „თითის  პორტალზე“ დასაქმებულნი არიან თანამშრომლები,  ეს ჩემი შეთავაზება არ გულისხმობს ამ თანამშრომლების უსამსახუროდ დატოვებას, რადგან ყველა დეპარტამენტს, დეკანატის სამდივნოს აქვს ძალიან ბევრი სამუშაო და მათ ეს ფუნქციები გადაუნაწილდებათ.

     ასევე დიდ უხერხულობას ვაწყდებით ერთიან პროგრამულ სისტემაში ლექციის განრიგის ცხრილების შექმნის თვალსაზრისით - ესეც ჩემის ღრმა რწმენით არის შიდა საგრანტო პროექტის ნაწილი და საერთოდ ამცდარია იმ სამუშაო განწყობას, რომელიც უნდა იყოს მორგებული  როგორც სტუდენტზე, ის პროფესორზე. არ გეგონოთ, რომ პროექტების შესრულების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თითოეულის კეთილდღეობას, მისგან აღებულ თანხებს არ უნდა შეეწიროს უმრავლესობის  ღირსების განცდა და პროფესიონალიზმი.  მაგალითად: ნებისმიერმა თქვენთაგანმა, რომ ჩაიხედოს ჯგუფის სასწავლო ცხრილში, შეამჩნევთ,  ჯგუფს დილით რომ აქვს ლექცია, შემდეგ აქვს რამოდენიმე „ფანჯარა და რა თქმაუნდა ეს სტუდენტი შეიძლება არც დილით მოვიდეს და არც შემდეგ ლექციას დაესწროს. და ამისთან ბევრი შეუსაბამობებია სტუდენტის ინტერესებთან. თუ გახსოვთ ადრე  „გეპეიში“ ერთი ქალბატონი აკეთებდა მთელი გეპეის სასწავლო ცხრილს და  მორგებული იყო როგორც სტუდენტზე ასევე  პროფესორზე - აქედან გამომდინარე მე გთავაზობთ (პროგრამისტთა ჯგუფი რომ უმუშევარი არ დარჩეს და  პრობლემაც მოიხსნას)  გაკეთდეს ფაკულტეტებზე ამ ძირითადი პროგრამის  ქვე-პროგრამით ცხრილები და შემდეგ მოერგოს მთლიან სტუ-ს (ზოგად-ტექნიკურ საგნების ცხრილს) პროგრამას.  ისმევა კითხვა - თუ ამას ერთი ქალბატონი აკეთებდა, რატომ არ შეიძლება ფაკულტეტზე და მის პროფესორ-სტუდენტებზე მოარგოს ქვე-პროგრამამ? სირცხვილია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიონალიზმი სათანადოდ ვერ გამოვიყენოთ და ეს გავხადოთ სალაპარაკოდ.

    ავღნიშნე და კიდევ ვიმეორებ, რომ დღეს პრობლება არის „ცარიელი აუდიტორიები“ განსაკუთრებით მაღალ კურსებზე ლექციაზე დასწრება სავალალო მდგომარეობაშია, ამის ერთ-ერთი მიზეზი ვახსენე ზეოთაც და ეხლაც მოგახსენებთ, რომ სტუდენტს სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე უხდებათ მუშაობა, მაგრამ ამან უკვე მიიღო სისტემატიური ხასიათი, ამიტომ არის ცარიელი აუდიტორიები და დღემდე დეკანატებს  არ აქვს ბერკეტი თითოეულ სტუდენტის საქმიანობას გაუწიოს მონიტორინგი - რას ვგულისხმობ? - თუ სტუდენტი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენს, ან თუნდაც წარმოადგენს მასზე მორგებული სასწავლო ცხრილი უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მოვარგოთ გერმანული კლასიკური განათლების ერთერთ მეთოდს, ანუ შემოვიღოთ ე. წ საღამოს სწავლება, სწავლების სამივე  საფეხურზე.

    - სწავლების ხარისხის სამსახურის მიერ აუცილებელია პროგრამების დახვეწა, რომელიც სტუდენტისათვის იქნება საინტერესო, ასევე სასწავლო პროგრამების უმეტესობა არ იძლევა უწყვეტი განვითარების საშუალებას რადგან მასში მოცემული საგნები ხშირად  პიროვნებებზეა მორგებული.

    მოქმედი აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები არ არის დამოუკიდებელი, ვერ იღებს სწორ და საჭირო გადაწყვეტილებებს. წინასწარაა შეთანხმებული და გადაწყვეტილება მიღებულია. დებულებები, რომელიც შემუშავებულია ზემოთ ხსენებული საბჭოების მიერ მორგებულია პიროვნებებზე.

       ჩემი აზრით სტუ აუცილებლად საჭიროებს „კამპუსის“ ტიპის საერთო საცხოვრებელს. იგი უალტერნატივოა უცხოეთიდან ჩამოსული,  მათ შორის გაცვლით პროგრამებით სტუ-ში მოღვაწე მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის.

     კარგი იქნებოდა, თუ  სტუ-ს ძველ ტრადიციებს აღვადგენთ და  ეყოლება სპორტული გუნდები: ხელბურთში. (ქალები, კაცები) კალათბურთში, (ქალები, კაცები) ფუტძალში ქალები ,კაცები) რაგბში, ფეხბურთში. და ასევე კულტურის სფეროში  დამატებით მოღვაწე  კონტიგენტს სევუწყობთ ხელს - გამოფენებითა და მათი შემოქმედების წარმოჩინებით.

    საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ტერიტორიებზე  ყველგან არის ეკლესიები. მიუხედავად  სტუ-ში სამლოცველოების არსებობისა, აუცილებლად მიმაჩნია ეკლესიის მშენებლობა  მე-3 და მე-8 კორპუსის მიმდინარე ტერიტორიაზე შესაბამისი უწყებების  დასკვნის საფუძველზე, რომლის პროექტიც არსებობდა წინა წლებში.

    ჩემი სამოქმედო გეგმის შესრულება მნიშვნელოვან ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ თანხების მოძებნა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გარწმუნებთ, შევძლებთ. 

       და ბოლოს დავესესხები, ჩემი მეგობრის ზურაბ ხონელიძის სიტყვებს და დავძენ 

    „ დუმილი დანაშაულის ტოლფასია“.

     

    პროფესორი გელა ყიფიანი                                                                               20/01/2020

     

0108, Tbilisi

13 Br. Zubalashvili II dead lock

(+995 32) 234 25 71
(+995 32) 235 28 77
(+995 599) 10 62 63
(+995 591) 80 11 88
gelakip@gmail.com
gelakip@mail.ru